იბადებიან მანდილით
• მათ არ ეკადრებათ
• არ შეშვენით
• და არ შეეფერებათ
• მათ აქვთ კდემა
• მათ ასევე აქვთ მოსილებაც
• ადრეული ასაკიდან იწყებენ თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცის ლოდინს.
• ბოლო წელს ქუსლიანებზე ადიან, საიდანაც ხშირად ვარდებიან კიდეც
• ქრონიკულად არიან დიეტაზე, რასაც თავად მარხვას ეძახიან.
• სექსი რომ კითხო-არასდროს უნდათ
• დღემდე ვერ გაუგიათ „სექსუალურად გამოიყურები“ კომპლიმენტია თუ შეურაცხყოფა.
• სიცილის დროს ხელს იფარებენ პირზე (ესეც კდემაა თავისებური)
• აუცილებლად რეგისტრირდებიან „ოდნოკლასნიკებზე“, სადაც დადებული10-დან 8 სურათი ნათლულ ბავშვთან აქვთ გადაღებული.
• 17 წლამდე გონიათ, რომ ქალიშვილობა კოცნითაც იკარგება.
• მათთვის მეჯვარედ ყოფნა იგივეა, რაც მსახიობისთვის ოსკარის აღება. „ვესი“ემატებათ მეჯვარედ ყოფნის მატებასთან ერთად.
• უსმენენ ჯაზს, მაგრამ არცერთი შემსრულებლის სახელიც კი არ იციან
• აცვიათ ბუნებრივი შორტები (მხოლოდ მუხლამდე გაპარსულ ფეხებს ვგულისხმობ)
• კარგად დადებული ღიპი ხელს არ უშლით ე.წ. ტოპის ტარებაში
• უნივერსიტეტში აბარებენ პრესტიჟულ ფაკულტეტებზე
• დიპლომს იღებენ იმისთვის რომ უფრო სარფიანად გათხოვდნენ
• პირველსავე პაემანზე გონიათ რომ ცხოვრების მამაკაცი იპოვეს.
• ბოლო დროს, ფინანსური კრიზისისც გამო, სიყვარულითაც თხოვდებიან.
• პირველ ღამეს იმედი უცრუვდებათ, პორნოების ზეგავლენით ჰგონიათ, რომ იმპეტენტს გაჰყვნენ ცოლად, რადგანაც ქმარი 45 წუთს ვერ ქაჩავს.
• პირველ ღამეს დეტალებში უყვებიან ყველა დაქალს
• პირველივე წელიწადს 2 შვილს აჩენენ (როგორ ახერხებენ და ასწრებენ- ამოუხსნელი ფენომენია)
• თაფლობის თვეზე აუცილებლად მიდიან ანტალიაში, უფრო შეძლებულები – პარიზში.
• გემოეტრიულო პროგერსიით იმატებენ წონაში
• დედებთან წუწუნებენ რომ საშინელი მუტრუკი შეხვდათ და სექსი მხოლოდ ერთხელ აქვთ თვეში
• მაგრამ მაინც არ შორდებიან იმიტომ რომ ხალხი რას იფიქრებს?
• მერე, სადღაც 2 წლის თავზე (საშუალოდ) იგებენ რომ ქმარი ღალატობთ
• პირველი რეაქცია: „ჯადო გაუკეთეს“
• შემდეგ იხსნება მარადიული სკანდალების სეზონი ანტრაქტის გარეშე
• მეგობრების დახმარებით ირკვევა იმ გათახსირებულის სახელი
• და მთავრდება გარჩევებით და „ჯადოს მოხსნით“
:) :)
Posted in Uncategorized
მე იქ..ყველაზე შორს..სევდიან ვარსკვლავზე ვცხოვრობ…
სულ მაინტერესებს, ხშირია ადამიანების ცხოვრებაშ უჩვეულო სიტუაციები და თავგადასავლები? თუ ეს ასეა, მაშინ მე უნდა ავღნიშნო, რომ დავჩაგრულვარ ამ მხრივ.:) სამაგიეროდ ახლა ასე ვარ, თუმცა არ ვიცი როგორ ვარ. ის ვიცი რომ ვარ. უჩვეულოდ, ძალიან უცნაურად , მაგრამ ძალიან კარგად. პრობლემებისა და თავსატეხების მიუხედავად, რომ ყოველი დღის გათენება გიხარია, აი ასე ვარ მე. სხვა დროს არსე არ ვყოფილვარ. იცი, კარგია ეს, იმიტომ რომ მინდა სიხარული, სიყვარული, და ღიმილი მქონდეს სულ სახეზე, აი ისეთი ეხლა რომ მაქვს..ზოგადად ეს ყველაფერი ისედაც არ მაკლია, მაგრამ ეს აშკარად სხვანაირია.განსხვავებული და სასიამოვნოა. წარმოიდგინე დილით იღვძებ არა იმ იმედით, რომ რაგაცას ელოდები და შეიძლება ვერ მიიღო, პირიქით, იღვიძება და გხვდება თბილი სიტყვები, აზრიანი და შენთვის მნიშვნელოვაი აზრები. ყვეაზე მაგარია.
“მე იქ. ყველაზე შორს. სევდიან ვარსკვლავზე ვცხოვრობ.”– ეს ყველაფერი შორიდან არის, ძალიან შორიდან მოდის და სევდიანია იმიტომ, რომ იცი რომ ეს ყველაფერი შორს არის. იმაზეც ფიქრობ რომ ეს ყველაფერი არც ისე რეალურია. შეიძლება არ გინდა მაგრამ გეფიქრება. რაღაც ასეა, ერთი ვარსკვლავი, სადღაც შორს, სულ მარტო რომ გამოეკიდება და მხოლოდ იმედის სხივებით რომ ანათებს.ეს ყველაფერი დასაწყისია და გაგრძელება მინდა ქონდეს უნიკალური და არნახული. აქ უნდა თქვა, ჰმ, ნეტავვ თუ იქნება? და აქ თან უნდა გაიღიმო და გაიმეორო, “ამას დრო გვიჩვენებს , მოვლენებს არ უნდა გაუსწრო წინ”. ცუდად დავწერე არა? მერე რა ვინმესთვის ეს შეიძლება ცუდია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მაგარია..:))))) გინდ დაიჯერეთ, გინდ არა..:)
მანანიკო მგელიაშვილი..
Posted in Uncategorized
გამოიყურები მილიონზე…
რატoმ ხდება ისე, რომ ზოგიერთი შოპოგოლიკი მუდმივად ხარჯავს ფულს სილამაზის სალონებში, ტანსაცმელზე, აქსესუარზე და მაინც ინარჩუნებენ საჭირო ბალანსს საკრედიტო ბარათზე, მეორენი კი მუდმივად აკეთებენ ეკონომიას საკუთარ თავზე და მაინც ვერ მდიდრდებიან?
საქმე იმაშია, რომ ეკონომია არსებობს სწორი და არასწორი. ზუსტად უნდა ისწავლო, თუ რაზე უნდა გააკეთო ეკონომია და საით უნდა მიმართო შენი ფინანსები, ასევე კარგად უნდა იცოდე შენი ჯიბის ზომაც. ამის მიხედვით შენი მატერიალური მდგომარეობა ან გაუმჯობესდება ან ვალებში ამოგხდება სული. ჩვენ ვეცდებით შევარჩიოთ ტიპიური შოპოგოლიკური სიტუაცია და ამ მაგალითების ფონზე მოგცეთ რჩევა, თუ რა არის სწორი ეკონომია და რა არასწორი.
სიტუაცია № 1. შენ ხედავ მაღაზიაში შენი ოცნების ფეხსაცმელს (მაღალ ქუსლზე – პრადასგან) და გრძნობ, თუ არ იყიდე შეიძლება ხასიათი კარგა ხნით გაგიფუჭდეს. ვერც მოისვენებ და ადრე თუ გვიან ისევ იმ მაღაზიას მიადგები. თუმცა ფეხსაცმელი ბევრად ძვირია, ვიდრე შენ შეგიძლია დახარჯო.
არასწორია – ჩაიქნიო ხელი, თქვა „ეს ჩემს ფინანსებს აღემატება“ და გააგრძელო გზა. ან პირიქით აიღო ურიის ვალი, და იყიდო ფეხსაცმელი იმ იმედით, რომ შემდეგი რამდენიმე თვე ამ ვალის გასტუმრებას მოუნდები. ამ შემთხვევაში მოგიწევს ამ ფეხსაცმლის თაროზე შემოდება და დატკბობა, რადგან ასეთი ფეხსაცმლით წასასვლელი არსად გაქვს (შენ ხომ ვალი გაქვს გასასტუმრებელი), ამასობაში შენი ოცნების „ახალ“ ფეხსაცმელს შემოდებენ ვიტრინაზე.
სწორია – შეხედე ფეხსაცმელს ისე, თითქოს აპირებ ყიდვას, არ დაიძაბო და კარგად აწონე, რამდენად ხშირად და კომფორტულად ატარებ მას, თუ შენ მიხვდები, რომ ამ ფეხსაცმლის ჩასაცმელ სიტუაციაში შეიძლება წელიწადში 2 ჯერ მოხვდე, შენ შეიძლება გადაიფიქრო კიდეც მისი ყიდვა. მითუფრო, რომ ის საკმაოდ ძვირია (ამ შემთხვევაში შენ არა მარტო ფულის, არამედ ნერვების და დროის ეკონომიას აკეთებ). თუ მაინც თვლი, რომ შენს ცხოვრებას ეს ფეხსაცმელი წყალივით სჭირდება, კარგად გადათვალე როგორ იღებ ვალს, და რამდენ ხანში ისტუმრებ ამ ვალს ისე, რომ შენს ჯიბეს დიდი ზიანი არ მიაყენოს.
სიტუაცია № 2, შენ გადაწყვიტე საშოპინგოდ წასვლა, თუმცა ზუსტად არ იცი, რამდენი შეგიძლია დახარჯო?
არასწორია – იყიდო ნივთი, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფასის გადახდა შენ შეგიძლია, მაგრამ დიდად არ მოგწონს (ფიქრი – მთავარია რამე მაინც ვიყიდო თავიდან ამოიგდე). ან პირიქით, იყიდო ძალიან ძვირად ღირებული ნივთი, ამისათვის აიღო კრედიტი, და მერე მიხვდე, რომ ამხელა ფულის გადახდა ამ ნივთში არ ღირდა.
სწორია – პირველ რიგში, ის რაც ძალიან გინდა უნდა იყიდო, ოღონდ ფინანსები სწორად უნდა გათვალო და გადაანაწილო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყიდო უხარისხო სამოსი, 10 ჩინური მაიკის ყიდვას, რომელიც ორ გარეცხვაზე გაიწელება, ჯობია იყიდო ერთი ტოპი ხარისხიანი ბრენდისგან, რომელსაც რამდენიმე სეზონზე გამოიყენებ. ფსიქოლოგები ასევე გვირჩევენ ყოველთვის იყიდო ისეთი ნივთი, რომლის ფასიც ცოტათი მაინც აღემატება შენს შესაძლებლობას, მსგავსი გათვლები მიგაჩვევს ფულის ყაირათიან დათვლას და ნელნელა გაზრდის შენი შესაძლებლობების ზღვარს.
სიტუაცია № 3 მოულოდნელად ეიფორიაში შენ ხარჯავ ბევრ ფულს…
არასწორია – დაადანაშაულო საკუთარი თავი და რამდენიმე დღე იდარდო იმაზე, თუ როგორ ვერ გააკონტროლე შენი ფინანსები. პანიკაში ჩავარდე იმის გამო, რომ შენ ფაქტიურად უფულოდ დარჩი და არ იცი მეორე ხელფასამდე როგორ მიიყვან თავს.
სწორია – იფიქრე იმაზე, რომ შენ ყოველთვის მოძებნი გამოსავალს, ფულის ხარჯვა კი მხოლოდ დადებითად მოქმედებს შენს ფსიქიკაზე. მერე რა, რომ ერთ დღეში მთელი თვის სახარჯო ფული დახარჯე, მომდევნო ხელფასამდე რაღაც იქნება, სამაგიეროდ ეს ენერგია სიამოვნებას გგვრის.
სიტუაცია № 4, შენ აგროვებ ფულს რაღაც ძვირფასის შესაძენად, ან უბრალოდ აკეთებ დანაზოგს ყოველთვიურად.
არასწორია – „აგროვო ფული შავი დღისთვის“, თუ შენ გაჭირვებისთვის აგროვებ ფულს ეს დღე აუცილებლად მალე დადგება, იმიტომ რომ შენ სულიერად ხარ განწყობილი და მობილიზებული ამისთვის. არც ის არის სწორი, რომ უარი თქვა ყველაფერზე და აგროვო ფული იმი მიზნით, რომ ოდესმე გამდიდრდები.
სწორია – აწარმოო საკუთარი „საბუღალტრო“ წიგნაკი, ზუსტად იცოდე შენი ხარჯები და ის თანხა, რაც შეგიძლია სიამოვნებისთვის დახარჯო. დანაზოგისთვის გადასადები თანხა კი არ უნდა ამძიმებდეს არც შენს ჯიბეს და არ შენს ფსიქიკას. დაიმახსოვრე, თუ ფულს აგროვებ, შეაგროვე რაიმე სასიამოვნო და საინტერესოსთვის – დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის, ახალი ავტომობილის ან ახალი სახლისთვის.
და ბოლოს ფსიქოლოგები გვირჩევენ – აუცილებლად გახსოვდეთ ერთი წესი, გიყვარდეს და პატივი ეცი ფულს, არ ჩავარდე უკიდურესობაში. ძალიან ცუდია ზედმეტი ფლანგვაც და ზედმეტი ხელმომჭირნეობაც. ფულის ტომარაზე ჯდომა ცუდია, ამ შემთხვევაში ფულის ენერგეტიკა იყინება და შენი მიმართულებით დადებითად აღარ მოდის. აკონტროლე ბალანსი შენსა და ფულის სიყვარულს შორის და შენს საფულეში ყოველთვის მოიძებნება საჭირო თანხა, ემოციურად კი მუდამ ლაღი და მხიარული იქნები.
Posted in Uncategorized
ამას ამბობენ ქართველებზე და ქართველობაზე……….
1) ჩვენ გვაქვს უძაღლო ქვეყანა, სადაც არამარტო კატები, არამედ მწერებიც კი ყეფენ.
2) ჩვენი პოლიტიკური კულტურა ვერ გასცდა კუმირებისა და მათი მტრების ძიებას.
3) ჩვენი რწმენა ვერ გასცდა სამარხვო ნამცხვრებს.
4) ჩვენი ლიტერატურული აზროვნება ვერ გასცდა საკითხს _ „დათა თუთაშხია“ მართლა ამირეჯიბისაა თუ კონსტანტინეს მოპარა.
5) ჩვენი ისტორიული ანალიზის უნარი შეილია მარადიულმა თემამ _ სტალინი უფრო მაგარი იყო თუ ბერია.
6) ჩვენ გვიყვარს და ვამაყობთ „ვეფხისტყაოსნით“, რომელიც სკოლაში გვასწავლეს.
7) ჩვენ გვაქვს უამრავი ლექსი თბილისზე, გვიყვარს თბილისი, ვაღმერთებთ თბილისს, თუმცა იმაზე ვერ ვთანხმდებით თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი თბილისელი.
8) ვაღმერთებთ ქართულ სილამაზეს სიმთვრალეში, სიფხიზლეში კი „გაუპარსავ“ ქართველ ქალებს რუსებს ვამჯობინებთ.
9) ჩვენთვის დედა სიწმინდეა, რომელიც იმდენად გავაიდეალეთ, რომ ფეხებზე გვკიდია მისი ჯანმრთელობა, რადგან უხორცო გვგონია, რომელსაც ჯანმრთელობა არც აქვს. მთავარია დროსტარება!
10) ჩვენთვის ღვინო წმინდა სითხეა, მაგრამ უამრავი ლიტრის შემდეგ, თქვენ წარმოიდგინეთ ისიც კი წყალდება.
11) ჩვენი ძმაკაცობა (და საერთოდ_კაცობა) გაუტოლდა და ვერ გასცდა თანამესუფრეობას.
12) ჩვენ ვართ ნამდვილი რაინდები და რაინდულადაც ვიტანთ კუჭ_ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს.
13) ჩვენ გვიყვარს ლამაზი ადამიანი, ლამაზი სიტყვა, ლამაზი სიმღერა _ მოკლედ ყველაფერი რაც ბრწყინავს, თუნდაც ოქრო არ იყოს.
14) ჩვენ არ ვიყიდებით!
15) ჩვენ ვართ მოხუცი ერი, რომელსაც იდეალთა გაორება დაემართა ( 9 აპრილი თუ 7 ნოემბერი?)
16) ჩვენ არ გვიყვარს იდეალისტები ( არ გვიყვარს რა, გვეზარება უბრალოდ). არ გვინდა ამდენი ანკესი (არ იჭმევა), თევზი მოგვეცით ვინმემ, თევზი!
17) ჩვენ ვართ ქართველები და გადავეგეთ პირადულ კეთილდღეობას, გვწამს რა, რომ ეს ჭეშმარიტად საერო საქმეცაა!
18) ჩვენ ვართ ქართველები და გვიყვარს ჩვენი სახელოვანი ისტორია, რომელიც არ ვიცით!
19) ჩვენ ვართ ქართველები და უკლებლივ ყველა ვართ ჭეშმარიტი პატრიოტები, რაც ვერ გასცდა მეტყველებაში_პათოსს და მოქმედებაში_მართკუთხა მაგიდას!
20) ჩვენ ვართ ქართველები და ყველანი მზად ვართ ჩვენი საქმეებით ვემსახუროთ ქვეყანას, რომელიც ჩვენთვის სულზე უტკბესია, ოღონდ ნუ იქნება ომი! გვეშინია!
21) ჩვენ ვართ ქართველები, რომლებსაც გვძულს მკრეხელი ათეისტები, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ყველაზე დიდი (თან შეფარული) მკრეხელობაა!
22) ჩვენ ვართ ქართველები და გვეზარება აზროვნება!
23) ჩვენ ვართ ქართველები და გვეზარება კითხვა!
24) ჩვენ ვართ ქართველები და გვეზარება რწმენა!
25) მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე მოაზროვნეები!
26) ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ვიცით ბევრი!
27) ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე გვწამს ყველაზე ძლიერ!
28) ერთი სიტყვით კი: ჩვენ გვიყვარს ჭურჭელი და არა ის, რაც შიგ ასხია, თუნდაც შხამი აღმოჩნდეს!
ჩვენ ვართ ფარისევლები!
და უკვე იმდენად გულის ამრევია ჩვენი ფარისევლობა, რომ ვინმემ რომ იწინასწარმეტყველოს, თუ ასე გააგრძელეთ გადაგვარება არ აგცდებათო, ნამდვილად არ გამიკვირდება და დავეთანხმები კიდეც.
P.S კარგა ხნის წინ საიდანღაც გადმოვიწერე, (ავტორი ნამდვილად არ ვიცი ვინაა ) და ჩემს დოკუმენტებში შევინახე, … ახლა , რატომღაც გამახსენდა… რას ეთანხმებით და რას არა… საინტერესოა თქვენი აზრი ამის შესახებ
Posted in Uncategorized
ანდაზები…
1. მთავარია კეთილი გული, თორემ ყველი და პური ყველგან მოიძებნებაო.
_______2. ეშმაკს მთელი ქვეყნის სამკაულები რომ აასხა, მაინც არ გალამაზდებაო.
_______3. დიდი ფულით სიკეთეს ვერ იყიდიო.
_______4. დროს თუ არ ენდე, ვერ გიმკურნალებსო.
_______5. გამწარებულ კაცს მწარე მუშტი აქვსო.
_______6. ლაბირინთსაც დასასრული აქვსო.
_______7. კაცი ყინულში იჯდა და სიცივე ენატრებოდაო.
_______8. ყველაზე დიდი სისულელე ბრძენს უთქვამსო
Posted in Uncategorized
ოთარ ჭილაძის პოეზია
პირველად იყო სიტყვა, რადგან სიტყვა დედაა ღმერთის,
სიტყვა ინახავს გონჯს და ლამაზს, ბოროტს და კეთილს,
სიტყვაში ბუდობს რაც კი ვიცით ანდა არ ვიცით,
რაც კი ოდესმე განგვიცდია, ანდა განივცდით.
სიტყვის ძუძუს წოვს აზრიც, სასოც, რწმენაც, ოცნებაც
და სიტყვას, მხოლოდ სიტყვას ძალუძს მკვდრის გაცოცხლება
მაგრამ თუ სხვებმაც დაინახეს, დროზე არ ითქვა,
სჯობს თქვა და მოკვდე, ვიდრე გულში მოიკლა სიტყვა!
–––––––––––––––––––––––––––
რა უბრალოა ადამიანი!
რა ცოტა ჰყოფნის, რომ იქცეს მიწად
და რა უმწეო ხმებით შრიალებს
რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.
––––––––––––––––––
შენი ლანდია ქუჩის გადაღმა
და ღრუბლის ტოტი, სველი და მძიმე,
და სიჩუმეა, მხოლოდ ხანდახან
ვიღაცა აფრთხობს უჩინარ სიმებს.
და ისევ, როგორც დიდი ხნის წინათ
ოდნავ ბრჭყვიალებს გუბე და ღობე,
ხეებიც ჩრდილებს იქნევენ ფრთხილად
თითქოს მოკლულის ტანსაცმელს ჰყოფენ.
ეს ერთადერთი გზა არის ალბათ,
რომლის გავლასაც ვერ შევძლებ ახლა
სურვილის თოკი, ძველი და ცალფა,
ვერ აიზიდავს ჩემს სხეულს მაღლა.
არ გადმოხვიდე! წადი! იარე!
ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო,
შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს,
ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ.
ქუჩის გადმოღმა ჩრდილივით მდგარი
ისევ ამაოდ აღვიძებ გრძნობებს,
რადგან ჩვენს შორის ღმერთი წევს მკვდარი
და არა მხოლოდ გუბე და ღობე.
Posted in Uncategorized
შემოდგომის უსიცოცხლოდ ყვითელი მზე
ხიდან მოფარფატებს გაყვითლებული ფოთლები,სუსხიანი ამინდია და ჰაერში მსუბუქი,სასიამოვნო სუნი ტრიალებს.სემოდგომაზე ნაცნობ ხეივანს მიუყვები.მიყვარს შემოდგომა ფოთოლთცვენა მიყვარს. უბრალოდ მელამაზება და ჩემად მეგულება ეს ყველაფერი. მიტოვებულ სკამს ვხედავ ,ფოთლებში ჩაფლულს. ალბათ, რამდეენჯერ ყოფილა მასთან სტუმრად ეს სიყვითლე.ყველაფერი სევდის მომგვრელია.ირგვლივ სიმშვიდეა მხოლოდ მე და, ძალადაკარგული ,ფოთლები ვღიღინებთ.
დღეს მზეს უყურებდი , მწვავდა იგი,მათბობდა და ვერ მახარებდა.უყურებდი და გამახსენდა ჰეინგუეის ფრაზა “შემოდგომის უსიცოცხლოდ ყვითელი მზე.” ორიგინალში არ ვიცი ეს როგორაა,მაგრამ ყოჩაგ მას ვინც თარგმნა.ასახსნელად ძნელია,თუ რა ძლიერი და სევდიანი ემოცია დევს.
შემოდგომა პოეტთა კალმით ალაპარაკდა:
მე ვარ შემოდგომა,ჭრელი მოზაიკა, ელვად მოხათული ფერთა გალერეა.
მე ვარ დასასრულის არსის გამართლლება ,თუმცა ულაზათოდ მე არ ვიმალები.
შემოდგომა ქალს მაგონებს, 1969 წლის კაბრიოლეტ “ფორდ მუსტანგშ” ზის და დიდი თეთრჩარჩოიანი სათვალე რომ უკეთი.სწორი შარვალი აცვია და წითელი,გამჭვირვალე ბლუზა. თავზე ნახევრად გადამძვრალი,ყვითელი,თავსაფარი უკეთია.თმაც და თავსაფარიც ქარს ეთამაშებიან.
ხანდახან, შემოდგომა მტკნარი წყალივით დაცლილი და გაფილტრულია ემოციებისგან. თითქოს ყველფერი ნაცრისფერია.ნაცრისფერია ცა,ადამიანთა სახეები.ნაცრისფერ ხეებს კი სიყავისფრეში გადასული,ყვითელი ფოთლები სცვივათ. შემოდგომის წვიმა მიყვარს.ის წვიმის ნაცრისფერ მარცვლებს მთესველივით აფრქვევს.იდუმალია შემოდგომის წვიმაც და მზეც.დღეც და ღამეც იდუმალია…
Posted in Uncategorized
სამყაროს აღსასრული_2012 “ორ საათიანი სტრესი”
ყველაზე დძვირადგირებული,ყველაზე დაძაბული,ყველაზე საინტერსეო და მოთხოვნადი..აი ასე შეიძლება დავახასითო ,მოკლედ, “სამყაროს აღსასრული ანუ 2012″. 13 ნოემბერს ვნახე ფილი და დღემდე შოკში ვარ. სანამ კინოთეატროის ტერიტორიას დავტოვებდი ყველაფერი რეალური მეგონა,მეშინოდა ქუჩაში გამოსვლის,შოკში ვიყავი..ეს კადრები ,ეს მონტაჯი იმდენად აცოცხლებს ფილმს..ფსიქოლოგიური ზემოქმედების დიდი უნარით გამოირჩევა “2012″…
ძალიან დაგვიანებული იყო, როცა მე და ჩემი მეგობარი ბილეთების საყიდლად მივედით კინოთეატრ “რუსთაველში”,შესაბამისად დძალიან ცუდი ადგილებიც შეგვხვდა მაგრამ მაინც გავრიკსეთ და 7 საათიან სეანსზე გამოვცხადდით კიდეც ფილმის სანახავად..რადგან ვიცოდი ამ ფილმის შინაარსი, დაძაბულობამ და შიშმა ამიტანა ..ფილმი დაიწყო და აქ უკვე ყველაფერი ცხადი გახდა,ვკანკალებდი მეშინოდა ვნერვიულობდი..არა არ ვაზვიადებ მართლა რთულია თურმე იმის ნახვა რაზეც იცი, მოთხრობილი,წაკიტხული და ძალიან ბევრი დოკომენტური ფილმები გაქვს ნანახი. ბევრი კადრები და ნიუანსი მომეწონა,შემძლია თამამად ვთქვა ,რომ უნაკლო ფილმია..იცით როგრია? თავიდან ბოლომდე ინტერესით რომ ელი დასასრულს მაგრამ ისე, არც ერთი წუთის გამოტოვება არ გსურს…საინტერესო და ჩამთრევია…უფ მე დამატყვევა..შემიძლია ეს ფილმი თუნდაც 10–ჯერ ვნახო,ისე რომ არ დავიწუწუნებ და არ ვტქვა მომბეზრდა მეთქი.
ორ ნაწილად გაყო თეატრის ადმინისტრაციამ ეს ფილმი,ვინაიდან 2საათიანი ფიმია და იფიქრა მაყურებლები დაიგლებიანო.. მე ეს არ მომეწონა.ერთი სული მქონდა ეს ე.წ “შესვენება” დასრულებულიყო..ფილმის გაგრძელების სურვილი მკლავდა..
მე დძალიან დიდი სურვილი მაქვს ეს ფილმი არა მხოპლოდ ახალგაზრდებმა, არამედ ყველამ ნახოს..რეკომენდაცია მინდა ან ფილმს გაუწიო.
უყურეთ და არ ინანებთ…
Posted in Uncategorized
ფილმები და კიდევ ერთხელ ფილმები….
ამ ბოლო დროს იმდენს ვლაპარაკობ ფილმებზე,რომ აქაც გამიჩნდა დაწერის სურვილი. მოკლედ სულ რამდენინმე თვეა რაც გავაცნობიერე,რომ ფილმები ყველაზე მაგარი რაღაც არის. ადრე კვირაში ერთ ფილმს თუ ვნახავდი ეს დიდი საოცრება იყო ხოლმე.. ზუსტად ოთხი თვეა რაც სისტემატიური მომხმარებელი გავხდი ისეტი VEB-გვერდების როგორებიც არის:www.allmovies.ge www.bude.ge www.avoe.ge და კიდევ მრავალი ასეთი საიტის..
ჩემი საყვარელი ჟანრებია:მელოდრამა,დრამა,კომედია(იშვიათად) ,ისტორიული..
სამ თვიანი საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში დღის განმავლობაში სულ ცოტა 5 ფილმს მაინც ვნახულობდი .ისე შემიპყრო ფილმების ყურებამ გარეთ გასვლის სურვილი დამაკარგვინა.
ხო რაც ყველაზე მთავარია ,მე ფილმების ყურებით შევძელი რუსული ენის სწავლა..ეს ყველაზე კარგი შედეგია.და ისიც დავადგინე ,რომ ორიგინალში ნანახ ფილმს ვერაფერი შეედრება.. მხოლოდ ერთხელ შევძელი ინგლისურ ენაზე ფილმის ყურება და გადავირიე.უმაგრესია.
ყველაზე მეტად მიყვარს ,როცა ფილმს მეგობრებთან ერთად ვნახულობ და მისი დასრულების შემდეგ განვიხილავთ…
მოკლედ, გირჩევთ ბევრი ფილმის ნახვას…
ჩემი უსაყვარლესი ფილმებია: Twilight , The Other Boleyn Girl, Cold Mountain, My Sassy Girl,და კიდევ დძალიან ბევრი სხვა ამისთანა..მოყვარს ფილმები ……….
Posted in Uncategorized
წარუმატებელი დღე..
ვხვდები, რომ ჟურნალისტობა არც ისე ადვილია…ეს მას შემდეგ გავაცნობიერე ,რაც საინფორმაციო სააგენტო interpressnews–ში გავდივარ სტაჟირების კურსს..დღეს ,პროექტ “საქართველო ხვალ”–ის კპმფერენცია გაიმართა და მეც ჩვენი სააგენტოს ჯურნალისტს გავყევი ამ კონფერენციის მოსასმენად და შემდეგ news–ის გასაკეთებლად.კომფერენციამ არაჩვეულებრივად ჩაიარა.დავბრუნდით თუ არა ოჯახში,ასე ვეძახით ოფისს,სადაც ვმუშაობთ,შევუდექი ჩემი “შედევრის” წერას.ჩემმა წვალებამ უშედეგოდ ჩაიარა. ხათუნამ,ჯურნალისტმა,წაიკითხა ჩემი news–ი შესწორების მიზნით..ჩემი ნამუშევარი უვარგისი აღმოჩნდა.გული დამწყდა ,მაგრამ არაუშავს სენიშვნებით სწავლობს ადამიანი.ძალიან მიჭირს ახალი ამბის დასათაურება,ლიდის გაკეთება.ალბათ დრო უნდა მის შესწავლასაც.დღეს განვიცადე ეს ამბავი.ხათუნა ძალიან კარგი ჟურნალისტია და ყველაფერი გადასარევად ამიხსნა..ვცდილობ ყოველი შენიშვნა გავითვალისწინო და დავიმახსოვრო ,მაგრამ იმდენი მაქვს სასწავლი და ასათვისებელი რომ ,ყველაფერი ერთმანეთში მერევა.
Posted in Uncategorized